Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვისი დაკვეთით ხდება Julius Baer-ის ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროებითი დაბლოკვა?!- ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები

მარშალ პრესი 23/01/2025
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მორიგ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ამჯერად საერთაშორისო მედიაში შემხვედრ პრობლემას ეხება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “დიფ სთეითის” მოქმედების სქემა უცვლელია, ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები.

„ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაცია Julius Baer-ის ქმედებების შესახებ მაღალი ინფორმაციული ღირებულებიდან გამომდინარე პრეს-რელიზის ფორმატში უნდა განეთავსებინათ ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წაეღო ის სხვა მედია საშუალებებს.
თუმცა მედია პლატფორმამ უარი თქვა ამ შეთანხმებაზე და ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ინფორმაციას განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა.

სარჩელის მომზადება მიმდინარე პროცესშია და მას პროცედურულად გარკვეული დრო სჭირდება. ის უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში.

აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი სამართლიან კითხვის ნიშნებს იწვევს.

ვისი დაკვეთით ხდება Julius Baer-ის ქმედებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის დროებითი დაბლოკვა?!

Credit Suisse-თან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები.
“დიფ სთეითის” მოქმედების სქემა

უცვლელია, ცალსახად პოლიტიკური დავალებაა ბიძინა ივანიშვილს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები.“-წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დასავლეთში სიტყვის თავისუფლება დაბალ ნიშნულზე იმყოფება, ინფორმაციის შეგნებული დაბლოკვა ამსხვრევს დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის წარმოდგენას- აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბებს
Next: ეკა სეფაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგენს მოხსენებას „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.