Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე ახლოს ყოფილიყვნენ

მარშალ პრესი 21/01/2025
lado bojadze

საკუთარი ამომრჩევლების მოტყუება, რომ თითქოს მათ ამერიკისგან რამე მხარდაჭერა აქვთ, ისეთივე ტყუილია, როგორც დანარჩენი სხვა ტყუილი, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია ოპოზიციისგან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ იმისათვის, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე ახლოს ყოფილიყვნენ და ასევე ვნახეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც კალათბურთის დარბაზში, ეკრანზე უყურებდა ინაუგურაციას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ ინაუგურაციაზე არავინ ეპატიჟებოდათ, მათ ისარგებლეს ისე, როგორც 100 ათასობით ადამიანმა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Continue Reading

Previous: ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება, ანუ, აქამდე არ არსებობდა. არადა, ყოფილი ადმინისტრაცია დემოკრატიის უკუსვლაში ჩვენ გვადანაშაულებდა
Next: იმდენად ძლიერია „დიფ სთეითის“ და მასთან დაკავშირებული ძალების ზეგავლენა, ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა არ მოხდა, რაც თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025