Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება, ანუ, აქამდე არ არსებობდა. არადა, ყოფილი ადმინისტრაცია დემოკრატიის უკუსვლაში ჩვენ გვადანაშაულებდა

მარშალ პრესი 21/01/2025
tamar chiburdanidze

„დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ამართლებს „ოცნების“ პოლიტიკას,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ საქართველო და ამერიკა პარტნიორობას ორმხრივი ინტერესების დაცვით დაიწყებს. „გუშინ, დონალდ ტრამპის მიმართვიდან ბევრი საინტერესო გზავნილი მოვისმინეთ, თუმცა, ალბათ ყველაზე საინტერესო იყო განცხადება იმის შესახებ, რომ დემოკრატიის სამშობლოში მისი გაპრეზიდენტებით “დემოკრატია და თავისუფლება ბრუნდება”. ე.ი ბაიდენის მმართველობის დროს ეს ყველაფერი არ არსებობდა.

არადა, სწორედ ბაიდენის ადმინისტრაცია ადანაშაულებდა „ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლაში. სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოში თავისუფლება აღარ არსებობდა. როდესაც ტრამპის მსგავსად, ჩვენც მათ ვაკრიტიკებდით, რუსეთუმეებს და ანტიმედასავლეთეებს გვიწოდებდნენ. უფრო მეტიც, ამ ბრალდებით ქვეყანაში რევოლუციას გვიწყობდნენ და რეზოლუციას რეზოლუციაზე გვიცხობდნენ.

მათგან მართული ევროპა კი მათ სიტყვებს პლაგიატივით იმეორებდა. რა მოხდება ამიერიდან და როგორ გადაიტვირთება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, მთავარი უკვე მოხდა – დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან. უფრო მეტიც, ამართლებს „ოცნების“ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე სუვერენული თანამშრომლობით და ორმხრივი ინტერესების დაცვით დაიწყება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე

Continue Reading

Previous: თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ „ნაცები“ და მათი დანამატები ზურაბიშვილის ჩათვლით – მოვითხოვოთ, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება
Next: ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე ახლოს ყოფილიყვნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025