Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, დარწმუნებული ვარ, კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

მარშალ პრესი 17/01/2025
irakli kobakhidze

აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მხრივაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული  პარტნიორია.

 „რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე.

ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული  პარტნიორია.

ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა  ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

„უდავოა, აღნიშნული მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის, კულტურის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, საბაჟო სფეროებში. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებებით.

დღეს გვექნება საშუალება, სექტორების მიხედვით განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები და ინიციატივები“, – განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები დამატებით იმპულსს შესძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

Post navigation

Previous: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი
Next: ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს – მინდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.