Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი

მარშალ პრესი 17/01/2025
ali asadov

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანის დამატებითი ინვესტიციისა და საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგად, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რკინიგზა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„კასპიის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პორტი, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამჟამად, წელიწადში, პორტის გადაზიდვის უნარის 15 მლნ-დან 25-მლნ ტონამდე გაზრდის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოში ფოთისა და ბათუმის პორტები შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ძალიან გვიხარია, რომ დღეს შესაბამისი უწყებების მიერ სატრანსპორტო დერეფნის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. ეს ყველაფერი კონტინენტთაშორის ტრანზაქციებში აზერბაიჯანისა და საქართველოს როლებს აძლიერებს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლებს,“- განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში
Next: აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, დარწმუნებული ვარ, კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025