Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გახარიას, პირველ რიგში, დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის

მარშალ პრესი 16/01/2025
guram macharashvili

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიამ გაბედა და თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მისივე თქმით, გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის.

„გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს. შესაბამისად გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა
Next: სარკაზმულია, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9 თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარი 6 თვეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.