Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა

მარშალ პრესი 16/01/2025
x

x

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საგამოძიებო მოქმედებებსა და ექსპერიმენტებზე ისაუბრა, რომლებმაც მრავალჯერადი ვერიფიკაციისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა გამორიცხა.

„ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, განხორციელდა არაერთი საარჩევნო, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია, ასევე ერთი და იმავე ამომრჩევლის მხრიდან მრავალჯერადი ხმის მიცემა. ასევე ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა მარკირების სითხესთან მიმართებაში, რამაც დაადგინა, რომ მარკირების სითხის ქიმიური შემადგენლობა იყო სრულად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან.

საარჩევნო ადმინისტრაცია სთხოვს და მოუწოდებს ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი თვე გავიდა არჩევნების ჩატარებიდან, თუ აქვთ რაიმე ტიპის დამადასტურებელი მცირედი ფაქტებიც კი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, წარმოადგინონ საგამოძიებო ორგანოში და ბუნებრივია, საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია საბოლოო დასკვნის მოსმენა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
Next: გიორგი გახარიას, პირველ რიგში, დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.