Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში

მარშალ პრესი 16/01/2025
irakli kircxalia

რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, სასიამოვნო სანახავი არავისთვის არის ასეთი ფაქტები, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „იმედის“ ეთერის მეშვეობით მთელმა საქართველომ იხილა კადრები, როდესაც ერთი ადამიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ფიზიკურად უსწორდება და ჭიქას ურტყამს სახეში.

„თქვენი ეთერით იხილა მთელმა საქართველომ და არამარტო ის კადრები, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და გავიდა ეთერში. ე.ი. ერთი ადამიანი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ფიზიკურად უსწორდება. ჭიქას ურტყამს სახეში. ამის შემდეგ გამოდიან ამათი პროპაგანდისტული მედია, სოცპლატფორმები თუ ე.წ. „ენჯეოები“ და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე. ესაა მათი სახე და ზუსტად ესაა ის გაიდლაინი, აი, ის სცენარი, აქ რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ და სახელმწიფოებრიობანას რომ თამაშობენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში. ესაა მათი გაიდლაინი და მიყვებიან. მაგრამ საბოლოოდ ეს მცდელობა და ბოლო მცდელობა ქვეყნის არევის ამათ ნამდვილად არ გამოუვათ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად – დაჩი ცაგურია
Next: 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.