Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად – დაჩი ცაგურია

მარშალ პრესი 16/01/2025
dachi tsaguria

ახლა რა კამპანიაც დაიწყეს ჩაფურთხების საკვებში, ეს ნოუ ჰაუ არ არის. იმ პატარა გოგო-ბიჭებს მინდა ვუთხრა, ვინც ეს მოიწონა ეს სამარცხვინო, არაქართული, არაამქვეყნიური კამპანია, ვინც მოიწონეთ თუ არ მოიწონეთ, მინდა გითხრათ ჩემი ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ ციხეში პატიმარი, რომ ვიყავით ისიც გვიჭერდნენ ხოლმე, მოდიოდნენ და საჭმელი, რომ მოჰქონდათ უფურთხებდნენ საჭმელში პატიმრებს. ეს არ არის სიახლე, ძველი არის. მე ციხეში საჭმელი არ მიჭამია მაგათი არასოდეს. მხოლოდ შემოტანილი ე.წ. „დაჩკით“ ვიკვებებოდი, რაც შემოდიოდა საკვები იმას ვიზოგებდი. პირში აფურთხებდნენ პატიმრებს, სულში აფურთხებდნენ და ზემოდან აშარდავდნენ. აი ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გასამართლების თემით მათი აქტივისტები ხშირად სპეკულირებენ „აქამდე რატომ არ გაასამართლეთო“. დაჩი ცაგურიას განცხადებით, დღეს ქვეყანას აქვს იმის სუვერენიტეტი, რომ დანაშაულს დანაშაული დაარქვან და გარე ძალები ამაში ვერ ჩაერევიან.

„ახლა რა ამბავიც არის ატეხილი და გადაფარებული, რომ არის თქვენზე ვისი აგენტებიც ხართ, ვისი გავლენაც ამ ქვეყანაზე არსებობს ეგენი გიცავდნენ თქვენ და მაგიტომ არ გასამართლდნენ. დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი იმის, რომ დანაშაულს დანაშაული დაარქვას და მადლს მადლი. და იმ ქვეყნებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გიზით კეზერაშვილი, რომ გიზით ადეიშვილი და ევროპარლამენტში დაათრევთ ამ ხალხს და ჭკუას ეკითხებით, მაგ ხალხმა გაამწარა საქართველოში ხალხი, სული ამოხადა. ღამის 4 საათზე იღვიძებდა მთელი საქართველო და ვისაც რა ქონება გააჩნდა ნიფხვით მირბოდნენ „მოდულის“ შენობაში და ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის ნათესავებს და სააკაშვილის ბებია მზიას ჩუქნიდნენ ხოლმე ქონებას. კეზერაშვილმა ომში გაგვიძარცვა ქვეყანა. სააკაშვილის დედა, რომელ ფულსაც გიხდით ლობისტურ კამპანიებში, რომ მერე საქართველოზე უბედურებები წეროთ, აი ეგ ფული ომში გაძარცვული ფულია, რომელიც სააკაშვილის დედამ 2008 წლის 14 აგვისტოს „გეპეის“ კორპუსები გადაიფორმა, ასობით მილიონების ქონება გადაიფორმა ომის დროს. ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად. თქვენ რუსთაველზე დროშებ მოფარებული, რომ დარბიხართ სწორედ ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ მშვიდად ხართ და კაციშვილი ხმას არ გცემთ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

Post navigation

Previous: თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი
Next: ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.