Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გადადგეს ხელისუფლება, შეიცვალოს პარლამენტის შემადგენლობის ბალანსი 149 ნაცი, 1 მაჭუტაძე, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს – რა უნდა გავაკეთოთ ქართველებმა ამ ორ კვირაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ

მარშალ პრესი 09/06/2022
გია გაბრიჭიძე

ჟუენალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

ახლა ვუყურე ნიკა მელიას ტვ პირველზე.
“საკმაოდ საინტერესო მსჯელობა” იყო წამყვანთან ერთად.
თემა, რაც მე გავიგე იმაში მდგომარეობდა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ქართველებმა ამ ორ კვირაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ:
1. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია.
2. სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სააკაშვილი საზღვარგარეთ.
3. სასწრაფოდ უნდა გადადგეს ხელისუფლება.
4. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს პარლამენტის შემადგენლობის ბალანსი 149 ნაცი, 1 მაჭუტაძე.
5. სასწრაფოდ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
და კიდევ რაღაც წვრილმანები.
კი ბატონო, გასაგებია მაგრამ როგორ მოვახერხოთ ტექნიკურად?
გვარამიას გამოშვება და სააკაშვილის საზღვარგარეთ გაგზავნა (ცხადია ბიუჯეტის ხარჯზე. აბა კეზერაშვილი გადაიხდის, ნაყოფია, თუ უგულავა?) როგორ მოხერხდება არსებული კანონმდებლობის საფუძველზე?
ე.ი. კანონი უნდა შეიცვალოს. ამას სულ ცოტა 1 თვე დასჭირდება.
ხელისუფლება რომ გადადგეს, განცხადებაში რა უნდა ჩაწერონ?
ნიკა მელიამ თქვა ტვ პირველზე, წამყვანიც დაეთანხმა და ამიტომო?
ნებისმიერი კომისია ასეთ განცხადებას არალეგიტიმურად ჩათვლის. ე.ი. არ დაკმაყფილდება, ანუ ესეც დროში გაგვეწელა.
არჩევნების გარეშე როგორ შეიცვლება პარლამენტის შემადგენლობა? 149 ნაცი და 1 მაჭუტაძეს ვარიანტში ვერც ბურჯანაძე, ვერც ნათელაშვილი, ვერც ბოკერია ვერ მოხვდებიან და კიდე არეულობა დაიწყება.
აქაც დაგვერხა.
საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს სანქციები ვინ უნდა დაუწესოს?
საქართველომ?
ანუ ევროკავშირს ვუპირისპირდებით და კანდიდატის სტატუსს ვითხოვთ?
არა რა, ბოლომდე ვეღარ ვუსმინე.
ნეტაი თქვენ მეტი საქმე რომ არ გაქვთ და ამ სისულელეებით ერთობით-თქო ჩავილაპარაკე და სხვა ტელევიზორთან გადავედი (3 მაქვს)

– წერს გაბრიჭიძე

 

Post navigation

Previous: რატი იონათამიშვილი – ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-განვითარების წინაშე წვლილის მქონე ადამიანის სანქციაზე საუბარი, ღირებულებების სანქციაზე საუბარს ნიშნავს
Next: “ევროპული” ღორობულებები” – ამბავი ერთი ევროპარლამენტარისა და ერთიც გოჭის დინგიანი ქალბატონისა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.