Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს

მარშალ პრესი 14/01/2025
zurab kadagidze

„რაც ლარს ფონ ტრიერის ფილმ „იდიოტებში“ ხდება, იმავეს ვუყურებთ რადიკალებში. რა თქმა უნდა, მათთვის სცენარის შემქმნელს ძალიან ბევრი უკლია ფონ ტრიერამდე, მაგრამ, როგორც ფილმშია, ესენიც საკუთარ თავსა და წრეში სხვადასხვა მასშტაბის იდიოტებს ეძებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს.

„როგორც ფონ ტრიერის „იდიოტებში“ ხდება, რადიკალებშიც იმავეს ვხედავთ – მოშარდვას ქუჩაში, თავ-პირის მტვრევას, სადღაც შევარდნებს, ქვების თუ კვერცხების სროლას და ა.შ. საბოლოო ჯამში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვიღებთ იმას, რომ საქართველოში, სადღაც, 10 000-მდე ადამიანი სერიოზულად პრობლემური მენტალობისაა. მათ ნებისმიერ დროს შეიძლება აგაფეთქონ, თან, აბსოლუტურად უაპელაციოდ – შეასრულებენ „რეჟისორის“ დაწერილ სცენარს.

ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და განათლების სისტემამ, რომ ეს გადამდები და მისაბაძი არ იყოს, რადგან უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილისთვის ეს ყველაფერი ტრენდი გახდა – კუბო ნამცხვრად შეჭამეს, ქრისტეს გამოსახულებით სასახლეს დაწვეს, 9 აპრილის მემორიალზე ვინც ცეკვავდა, დიდი კელაპტრით მოგვევლინა და ა.შ. ანუ, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანების მიერ საკუთარ თავში იდიოტობის ძიება“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Continue Reading

Previous: ქართველობაზე მეტად საამაყო ვერასოდეს ვერ იქნება ვერანაირი უცხო ტომთა ერთობა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. საკუთარ წეს-ჩვეულებებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს სხვისი, იმიტომ, რომ ის ჩვენი არ არის
Next: გარედან წაქეზებული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება დააბრუნებინოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მმართველობაში ყოფნის პერიოდში თავი გამოიჩინეს პატიმართა მასობრივი წამებით, რეკეტით, ტოტალური შიშის დათესვით – კარგი ის არის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის ნეოლიბერალური ფაშიზმის არსი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025