Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველობაზე მეტად საამაყო ვერასოდეს ვერ იქნება ვერანაირი უცხო ტომთა ერთობა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. საკუთარ წეს-ჩვეულებებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს სხვისი, იმიტომ, რომ ის ჩვენი არ არის

მარშალ პრესი 13/01/2025
dimitri khundadze

„დღეს მმართველი გუნდი, მიუხედავად მასშტაბური ზეწოლისა, უდიდესი თმენით, იცავს სამშობლოს რეალურ დამოუკიდებლობას, აგენტურული ოპოზიცია კი დაკვეთილი პერფორმანსებით და უკადრებელის კადრებით, ქვეყნის სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია არ უსმენს საკუთარ ხალხს და მისჩერებია სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომლებსაც პრობლემები საკუთარ ქვეყანაში ვერ მოუგვარებიათ.

„დღეს მმართველი გუნდი, მიუხედავად მასშტაბური ზეწოლისა, უდიდესი თმენით, იცავს სამშობლოს რეალურ დამოუკიდებლობას, აგენტურული ოპოზიცია კი დაკვეთილი პერფორმანსებით და უკადრებელის კადრებით, ქვეყნის სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვის.
ისინი უსმენენ არა საკუთარ ხალხს, არამედ მისჩერებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომელთა უმეტესობას საკუთარ ქვეყანაში ვერ მოუგვარებიათ პრობლემები.
სწორედ ეს არის მონობის კლასიკური მაგალითი. როცა მთლიანად სხვაზე დამოკიდებული ხდები და საკუთართან თავად გაბრძოლებენ.
საკუთარი რწმენისა და პატრიარქის შეურაცხყოფა, ქართველი კაცების სატელეფონო გადაღების ქვეშ, დედისა და ოჯახის გინება, ღვინოში შარდის ბუშტის ჩაცლა და სტუმრის ულუფაში ჩანერწყვება, გმირ პოლიციელებზე თავდასხმა, ოჯახური ფასეულობების დაცვის რუსულად შერაცხვა არ არის ქართული და სირცხვილია.
ქართველობაზე მეტად საამაყო კი ვერასოდეს ვერ იქნება ვერანაირი უცხო ტომთა ერთობა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. საკუთარ წეს-ჩვეულებებს ვერასოდეს ჩაანაცვლებს სხვისი, იმიტომ რომ ის ჩვენი არ არის.
დაიცავი შენი და თავად იქნები დაცული!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: სამწუხაროა, რომ გვყავს მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც გაემიჯნა ყველაფერს ქართულს, გაემიჯნა ყველაფერს, რაც ჩვენი თანაცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, გადმოალაგა უცხოური სახელმძღვანელოები და ზუსტად იმ სცენარს მიჰყვება
Next: რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.