Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა

მარშალ პრესი 12/01/2025
archil gorduladze

მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. უნდა შეფასდეს ის ძალა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, რომელსაც არაერთი უბედურება აქვს დატრიალებული ჩვენს ქვეყანაში. მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელი აეღოთ ამ დანაშაულებზე, მაგრამ ისინი არ გამოსწორებულან. ახლაც, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ არც ამ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც პარლამენტის წევრები, მაგრამ მოუწევთ, რომ წარდგნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცალკე დანაშაულია და იმ მრავალ დანაშაულებს კიდევ ერთი მიემატება, რომელიც ასე უხვად აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

Continue Reading

Previous: ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
Next: ველოდებით უმკაცრეს განცხადებებს და სანქციებს ბალტიისპირეთიდან, ჯო უილსონისგან და ბლინკენისგან – ისე, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან აშშ-ში პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის მარტო დაკავებას თუ აკმარებდნენ?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025