Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

მარშალ პრესი 12/01/2025
Capture

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის, აქციის მონაწილეები -არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე -პარტია “გახარია საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.

დაკავება საპროტესტო მსვლელობის დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მონაწილე თამთა აბულაძე დააკავეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თამთა აბულაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – “გაიფიცე”.

პირველი დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც სხვა პირებიც დააკავეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასფალტზე სტიკერების გაკვრისა და შეკითხვების გამო.

Continue Reading

Previous: ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია, იმ პირებს, რომლებიც თავიანთ პარტიებშივე არიან დაჯგუფებული, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ
Next: მართალია, გარკვეულმა პირებმა თავიანთი დანაშაულის გამო უკვე აგეს პასუხი, მაგრამ არ მომხდარა მათი საქმიანობის სისტემურად შეფასება, რომელსაც მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მწამებლური რეჟიმიც კი უწოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025