Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე

მარშალ პრესი 11/01/2025
volski

ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე საუბრისას.

იგი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

„ფაქტების ერთობლიობა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვეძლო თავიდან აგვერიდებინა აგრესია, შეგვეძლო თავიდან აგვერიდებინა ის მძიმე მემკვიდრეობა, რასაც ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია.

რასაკვირველია, აბსოლუტურად შეუსაბამო იყო შემდეგი ქმედებები, როდესაც რუსეთს ყველა სტრატეგიული ობიექტი გადააბარეს და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში და სხვა სტრუქტურებში კომფორტული ვითარება შეუქმნეს. ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ამაში დამნაშავეები იყვნენ ქართველი სამხედროები, რომლებმაც ამასთანავე გამოიყენეს აკრძალული იარაღი ამ საომარი მოქმედებების დროს.

დღეს გრძელდება აი, ეს საქმიანობა, ნაკლები რესურსით, სახელისუფლებო რესურსი მათ არ გააჩნიათ, მაგრამ სხვა ძალების გამოყენებით, რაც საქართველოს უქადის შეუქცევადი, დესტრუქციული პროცესის განვითარებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

Continue Reading

Previous: გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს
Next: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულიყო ტერმინები – ოკუპაცია და ოკუპანტი. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025