Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს

მარშალ პრესი 11/01/2025
giorgi gaxaria

“ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

“უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ.

წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: “შემოტყუებით როგორც მინიმუმ”.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ნინო ნადირაძე ალეკო ელისაშვილის რენტგენის ფოტოს აქვეყნებს
Next: ეჭვებს იწვევს ყველა მათი ნაბიჯი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს ოფიციალურ რეზოლუციას, რომ საქართველომ განაპირობა თურმე, რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.