Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში მსგავსი მაგალითიც ვერ მოიყვანეს

მარშალ პრესი 10/01/2025
levan machavariani3

წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში ამის მეასედი მაგალითიც კი ვერავინ მოიყვანა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის საქმეს აკეთებს.

„რუსეთს რომ ტერიტორიები გადააბარეს და შემდეგ ეს ყველაფერი რომ „გაუპრავეს“ რეზოლუციებითა და ტალიავნის დასკვნით, ამის შემდეგ კი რუსეთს რომ მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს ხმა, რომელიც იყო გადამწყვეტი, ეს არის რუსული საქმე. წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში, მსგავსი, ამის მეასედი მაგალითიც კი ვერავინ მოიყვანა. ეს არის ბინძური პროპაგანდა. როდესაც პოლემიკაში შედიხარ ადამიანთან და ეკითხები – მითხარი, რუსული რა გავაკეთე, ვერავინ ვერაფერს გეუბნება და ამბობენ, ასე იძახიანო; ვიღაცამ შეიძლება თეთრზე შავი გითხრას და ეს არ უნდა დაიჯერო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: რა ტყუილი წერია ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში – საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
Next: მივესალმები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი ამზადებენ შესაბამის მასალებს სააკაშვილის, გახარიას, გვარამიას, მელიას და სხვა მათ მაგვარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.