Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა ტყუილი წერია ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში – საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

მარშალ პრესი 10/01/2025
bundestagi

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ:

„ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული”.

სინამდვილეში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

„სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი”.

გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ „დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ”.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია, რაც ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი განცხადების ავტორები გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი იურგენ ჰარდტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი დებორა დიურინგი არიან.

Post navigation

Previous: ვამზადებთ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მომზადების შემდეგ შევიტანთ
Next: ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში მსგავსი მაგალითიც ვერ მოიყვანეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.