Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა

მარშალ პრესი 07/01/2025
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთში ახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.

„საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა“, – დაწერა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.

Continue Reading

Previous: გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც
Next: ტყუილია თითქოს ქართულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია – ვინც კი სიტყვა რუსეთს ახსენებს საქართველოს პოლიტიკასთან და ჩარევასთან დაკავშირებით, ყველას გავცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს უნდა დასრულდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025