Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც

მარშალ პრესი 07/01/2025
irakli kobakhidze

პატრიარქის ეპისტოლეში პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული იყო რწმენის მნიშვნელობაზე, ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობასა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ.

„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც. პატრიარქის ყველა ეპისტოლე, რა თქმა უნდა, ეძღვნება პირველ რიგში იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ასეა და ბუნებრივია, დღესაც ეს ასე იყო. ადამიანი, რომელიც არის დაშორებული ღმერთს და რომელიც არის დაშორებული რწმენას, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა.

არის მათ შორის ძაიან მძიმე იდეოლოგია, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ ეს იდეოლოგია აშორებს ადამიანს ღმერთს და აშორებს რწმენას. რა თქმა უნდა, ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საჭიროა რწმენის დაცვა, ტრადიციული ფასეულობების დაცვა და თითეული ჩვენგანი ამით უნდა ვიყოთ დაკავებული. ზოგადად, თანამედროვე სამყაროს აქვს სერიოზული გამოწვევები. ეს გამოწვევები დაკავშირებულია მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ მიმართულებებთან და ამასთან ყველას გვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი, როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და რეალურად თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში
Next: საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025