
წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.”- წერს პრემირი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება ოკუპირებული გალის რაიონში, ცეცხლის გაჩენის შედეგად 5 ბავშვის დაღუპვის ტრაგიკულ შემთხვევას.
“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას.”- წერს ირაკლი კობახიძე.