Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აღიარეთ და ითანამშრომლეთ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან!

მარშალ პრესი 05/01/2025
davit chikhelidze

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას საქართველოში ვიზიტმა ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოახდინა. წარმოუდგენელია, ოპოზიციური ლიდერების პოზიცია, რომლებიც კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ, ცალკეული განცხადებების გარდა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პია კაუმას ოფიციალური, ერთობლივი წერილი მისწერა, სადაც კაუმას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ აღიარონ და ითანამშრომლონ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში ვიზიტმა ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოახდინა. წარმოუდგენელია, ოპოზიციური ლიდერების პოზიცია, რომლებიც კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ, ცალკეული განცხადებების გარდა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პია კაუმას ოფიციალური, ერთობლივი წერილი მისწერა, სადაც კაუმას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. პარალელურად გააქტიურდნენ, ოპოზიციის სატელიტი ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც ვიზიტს ნაჩქარევს უწოდებენ და მცდარ ნაბიჯად წარმოაჩენენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აღიარეთ და ითანამშრომლეთ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან! სწორედ ეს აფრთხობს ოპოზიციას, ისინი ხვდებიან, რომ შორდებიან მთავარ მიზანს, რასაც რიგგარეშე არჩევნები/რევოლუცია ჰქვია. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნები ობიექტურად შეაფასა და მაღალი შეფასება მისცა, ოპოზიციას სიმართლე და ობიექტურობა აშინებს, რაც ვიზიტის მიმართ მათ ნეგატიურად განაწყობებს ხსნის.

ადრე თუ ოპოზიცია, ევროპის კაბინეტებში მალულად დარბოდა და საქართველოს სანქცირებას, კანდიდატის სტატუსის არ მიცემას და ა.შ. ითხოვდა, ახლა მათ სახელმწიფოსთან ღია კონფრონტაცია აირჩიეს, რაც ოპოზიციის დიაგნოზია! ოპოზიცია არსებული კონფიგურაციით ბოლო დღეებს ითვლის, ამიტომ ვა ბანკზე წავიდნენ და სახელმწიფოს, ქართველ ხალხს ღიად დაუპირისპირდნენ,“- წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ევროპაში არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა
Next: წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.