Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ

მარშალ პრესი 04/01/2025
dimitri khundadze

პარტია “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც” – წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ომში გაცვალეს ყველა ღირებულებები და საქართველოსაც მეგობრობის სახელით ომი გამოუცხადეს.

დიმიტრი ხუნდაძე დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტსაც ეხმიანება. მისი თქმით, პიროტექნიკით შეიარაღებული ადამიანი გერმანიაში დამნაშავეა, საქართველოში კი თავისუფლებისთვის მებრძოლი.

დეპუტატის თქმით, დროა დაფიქრდეს ის საზოგადოება, რომელსაც უცხოეთიდან უმრავლესობას უწოდებენ, რადგან პიროტექნიკისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ.

“დაძაბულობის პიკში ასულ მსოფლიოს, თუ ვერაფერი განმუხტავს, ის გადაიჩეხება. დღეს მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ომს ანაცვალეს ყველა დემოკრატიული სტანდარტი და პატარა საქართველოს “მეგობრობის სახელით” ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობის დამცველებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ ყველგან, სადაც კი მათი უშუალო ინტერესები იზღუდება. ტრამპს აშშ – ში ესროლეს, ფიცო სლოვაკეთში ჩაცხრილეს, საქართველოს პრემიერი “გააფრთხილეს”. ზელენსკი, რომელმაც, მათივე თქმით ომში ფული იშოვა, გმირად გამოაცხადეს და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მშვიდობისთვის საკუთარი დახარჯა – დაასანქცირეს”, – წერს ხუნდაძე.

მისი თქმით, გერმანიაში პიროტექნიკით შეიარაღებული მომიტინგეები დამნაშავეები ყოფილან, საქართველოში კი – თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ვადაგასულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლეგიტიმაცია საჩუქრად უბოძეს და არჩეულ პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს არჩევის წესი დაუწუნეს, აღნიშნა ხუნდაძემ.

„ქართველების ის მცირე ნაწილი, რომელსაც “გაღმიდან” უმრავლესობას უწოდებენ, უნდა დაფიქრდნენ და რეალობას თვალი გაუსწორონ. საკუთარი ქვეყნის რყევით, პიროტექნიკით, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით, ლანძღვით და ვერც შარდის ბუშტის საჯაროდ დაცლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ. არც ვინმეს თქვენი დარდი არ აქვთ და არც ჩვენი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ “ეპრიორიტეტებათ”. გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ. დაფიქრდით, თორემ თქვენთვისაც გვიან იქნება და უმრავლესობასაც გამოუსწორებელ შარში გახვევთ!”- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს
Next: ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების გზაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025