Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს

მარშალ პრესი 04/01/2025
andria jagmaidze

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს.

როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მას და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პატრიარქის მილოცვასთან არაფერი აკავშირებთ და მიიჩნევს, რომ ვიდეოზე, სულ მცირე, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მონტაჟია.

„პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“ იხსენიებს აუგად.

დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.

ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობისთვის“ სალომე ზურაბიშვილი იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან
Next: გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.