სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის მაგისტრალი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, უწყვეტად მოქმედებს

970X90

სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ლოგიკური კითხვები არის ელჩის გაწვევაზე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

„მაგალითად, რატომ გახდა მაინც და მაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს. სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის – დღემდე და უწყვეტად. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ როცა საქართველოს საყვედურს ეუბნებიან და სიფრთხილის გამოუჩენლობას სთხოვენ, თავად ყველა სიფრთხილით იქცევა, ეს სამართლიანი არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

970X90
გაზიარება