Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ გადაუდგამს, როგორც ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საპროტესტო აქციებზე ხალხს უხმობენ

marshal press 29/12/2024
GIORGI VOLSKI

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას კანონიერი საფუძველი არ აქვს, ვინაიდან არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის ინეტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„მეორე საკითხი, რომლითაც სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები, არის საგარეო კურსი, ორბიტა, რომელიც მათი თქმით, საქართველომ შეიცვალა. ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. არათუ გამოჩნდა ეს რაიმე ნიშნით, არამედ 2012 წლიდან მოყოლებულ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე უპირატესობა მომატებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ის რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს საპროტესტოა ქციებს მართავენ. ისინი ახალგაზრდების ზურგზე არიან შემომსხდრები, და უნდათ რომ ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ყველა მაჩვენებლით ჩვენ საკმაოდ წინ ვართ და ამას არამარტო ქართული ოცნება ამბობს, არამედ ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რეიტინგებში წინ გვაყენებ როგორც კანდიდატ ქვეყნებს შორის, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ. ბევრი არის გასაკეთებელი, ბევრი პრობლემა აქვს ქვეყანას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ გადაუდგამს, როგორც ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საპროტესტო აქციებზე ხალხს უხმობენ“, – აღნიშნავს ვოლსკი.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება და მოუწევთ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს – ირაკლი კობახიძე
Next: გიორგი კახიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის სახით ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.