Skip to content
10/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება და მოუწევთ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს – ირაკლი კობახიძე

marshal press 29/12/2024
irakli kobaxidze9

რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პარტიის გარდა, ყველამ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შემდგარი არჩევნების საფუძველზე.

„რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება. ერთი პარტიის გარდა, ეს არის გვარამიას პარტია, ყველამ მიიღო უკვე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდგარი არჩევნების საფუძველზე. მათ პირველი თანხები უკვე ჩაერიცხათ ამ დღეებში. ეს ნიშნავს თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. მანამდეც ჰქონდათ აღიარებული. შეგახსენებთ, ხაზარაძე ამბობდა, რომ დაახლოებით 200 ათასი ხმა მიიღეს, გახარიას პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ 161 500 ხმა მიიღეს, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს არჩევნების შედეგებს.

შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვლის დასაწყისში პარლამენტში, ისე მიდის საქმე. აბსოლუტურად თვითლიკვიდაციისა და სუიციდის რეჟიმში არიან დღევანდელ დღეს, თუ ამას შემოატრიალებენ თებერვალში, მათთვის იქნება უკეთესი, თუმცა ეს იქნება უარესი ქართული სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში, მათ არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ არც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, არც საქართველოს პარლამენტისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თებერვალში. ასეც და ისეც, შემდეგი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად
Next: გიორგი ვოლსკი: ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ გადაუდგამს, როგორც ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვინც დღეს საპროტესტო აქციებზე ხალხს უხმობენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025