Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე: ესენი დღეს კიდევ ერთხელ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან?

marshal press 28/12/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე მისვლით ჟვანიას ოჯახის წევრები მას კიდევ ერთხელ კლავენ.

„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიძახი – ისე მინდა ვიცხოვრო ჩემი დარჩენილი “წუთისოფელი”, თავისი გარდაუვალი „დაცემებით“ და „ფეხზე წამოდგომებით“, თავისი ცოდვებით და მათი ჩადენის მიმართ გულწრფელი სინანულით, რომ ზეციურ საქართველოში ბაჩოს სულიერ მზერას ჩემი სულიერი მზერა გავუსწორო.
ესენი დღეს ერთხელ კიდევ რომ „კლავენ“ თავის ძმას და მეუღლეს მისი მკვლელების გვერდში დგომითა და ამ მკვლელობის გაპრავებით – დავიჯერო, ვერ ხვდებიან? ესეც ხომ ლატენტურ სატანიზმთან გაიგივებული გამომწვევად ტოტალური ურწმუნოების განსახიერებაა? ამ საქციელთან შედარებით, რამდენად ზნეობრივად გეჩვენება ზეცაში ძმებს შორის ის იმპროვიზებული დიალოგი:
კაენი: – მაპატიე, ძმაო აბელ? ხომ მაპატიე?
აბელი: – პატიებით დიდი ხანია გაპატიე, ძმაო კაენ. აი, დავიწყებით ვერანაირად ვერ ვივიწყებ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ირაკლი კირცხალია: ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს – დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია
Next: თამარ ჩიბურდანიძე: გუშინდელმა დასანქცირებამ ფარდა ახადა დიდ ტყუილს, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ავრცელებდა, თითქოს ივანიშვილის ფინანსების დაკავება მათგან არ იყო. აშშ-ს უსამართლობამ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეკრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025