Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე

marshal press 28/12/2024
lado bojadze

ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არა მხოლოდ აღიარებენ არჩევნებს, არამედ აღიარებენ ამ არჩევნებში საკუთარ შედეგებსაც, მათ შორის, ერთი ხმის და ერთი ლარის დონეზეც კი.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათი მხრიდან კიდევ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ან პარლამენტს არ აღიარებენ, ან ა.შ. უკვე აღარ არის გონივრული. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებების და იმ გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ველოდებით, მათ შორის 29 დეკემბრის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია გაზაფხულის სასესიო სხდომებზე უკვე პარლამენტში შემოვა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Continue Reading

Previous: აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს
Next: ირაკლი კირცხალია: ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს – დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025