Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები

marshal press 26/12/2024
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიას ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

„29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცერემონიების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 40 წუთი.
ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც, როგორც იცით, შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით, 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ გააშუქოს ეს ღონისძიება, მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის B კორპუსის ნულ სართულზე მოწყობილი იქნება რუსთაველის დარბაზში მედია სივრცე, სადაც შესაძლებლობა გეყენებათ, რომ ეკრანზე ადევნოთ თვალ-ყური ინაუგურაციის ცერემონიას და ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები. თავად პროცესის გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირი ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედიასაშუალებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სპეციალურად ინაუგურაციის ცერემონიისთვის დამზადდა საქართველოს კონსტიტუციის საინაუგურაციო ეგზემპლარი.

„ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, როდესაც ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. როგორც არის ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკების, ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის. შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად იქნება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელთაგან ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მესამეს სახელმწიფო არქივს“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია
Next: გია აბაშიძე: კარლ ბილდტი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ კროსი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები სააკაშვილის ჯიბეზე იყვნენ და არიან, ტრაგიკულია ამ მოსყიდულების სერიოზულად აღქმა, ჩვენი ბრძენი ხალხი კი იმაზე წინაა, ვიდრე „ნაცქაჯებს“ წარმოუდგენიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.