Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია

marshal press 26/12/2024
levan nikoleishvili

ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების კი არა, ეროვნული ღირსების საქმეა. როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

მისივე თქმით, გამოდის რომ ევროპამ უნდა თქვას თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი და არა საქართველოს მოსახლეობამ და კანონმდებლობამ.

„ეს უკვე პოლიტიკური გემოვნების კი არა, ეროვნული ღირსების საქმეა, როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს, თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ეს უკვე მეტისმეტია. ე.ი. რა გამოდის, ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება შენი ქვეყნის პრეზიდენტი და არა საქართველოს მოსახლეობამ და ქართულმა კანონმდებლობამ, ამას კი ხბოს აღტყინებით ღიმილით ეგებება უსამშობლოთა დეგრადირებული ჯგუფები. საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ცოტაა საქართველოში, იმდენად ცოტა, რომ მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე თუ მიდიან საღამოობით, ვითომდა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, კარლ ბილდტის განცხადების შემდეგ კი წესით სულ სხვაგან უნდა იკრიბებოდნენ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?
Next: შალვა პაპუაშვილი: 29 დეკემბერს გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.