Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში

marshal press 25/12/2024
irakli kircxalia

არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის თემაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

„ეს არის რადიკალების ჯგუფი, გალიდერებული სალომე ზურაბიშვილი. კარგად ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ ვაანონსებდით, რომ იქნება მათი ტრაგიკომედიის საბოლოო გათამაშება, აბსურდის თეატრის, რომ სალომე ზურაბიშვილს გაალიდერებენ. წინასაარჩევნოდ ის ამბობდა, საარჩევნო შტაბად უნდა გადავაქციოო. ყველა მისი ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური, არის მიმართული იმ გაიდლაინების და დავალებების მიხედვით, რომლებიც ჩამოსულია.

ამას უტიფრად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, პირდაპირ თავისი სოცმედიის თუ ტელეარხებით ამას უტიფრად ამტკიცებენ და რეცხავენ იმ ახალგაზრდების ტვინებს, ვინც ჯერ კიდევ მოწყვლადია ამ ცრუ აღქმების მიმართ, რასაც ეს დესტრუქციული ოპოზიცია და უსამშობლოთა გაერთიანება გვთავაზობს, უკვე წლებია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში
Next: ირაკლი კირცხალია: დესტრუქციულ ოპოზიციას მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო და თავისი ლობისტები მოსწონს, თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.