Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში

marshal press 25/12/2024
david matikashvili

როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Right Watch -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე საუბრისას.

„კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მიმართ რა ფრაზები იყო ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, რეცენზიებში და რა ეწერა იქ, თურმე ქართული სამართალდამცავი სისტემა როგორ ეპყრობოდა სააკაშვილს, სასტიკად, აწამებდა და ა.შ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განულდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, თუმცა ამ ჭრილში ბოდიში ან რაღაც სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად Human Right Watch ატყუებდა მაშინ საზოგადოებას, არ გამოთქმულა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმემ ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა
Next: ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.