ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობა საქართველოში უნდა დასრულდეს, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია სიტყვიერად უპირისპირდება.
„ამერიკელებმა ეს ამერიკაში დაასრულეს და საქართველოშიც დაასრულა ქართველმა ხალხმა, მათ შორის 26 ოქტომბერს, მაგრამ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. უნდა გასამართლდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერი აქტივისტი ნანა დიხამინჯია სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
