Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოფო ხალვაში მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებაზე, რომ 31 დეკემბრის გალაკონცერტზე არ იმღერებს: შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია. საახალწლო გალაკონცერტის პროგრამა შედგენილია და ის მასში არ არის

marshal press 25/12/2024
sopo xalvashi

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებას ეხმაურება.

Imedinews-თან საუბრისას სოფო ხალვაში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რას გულისხმობს აბესლამიძე, რადგან ბათუმის მერიას მისთვის გალაკონცერტში მონაწილეობა არ შეუთავაზებია.

„საახალწლო გალა პროგრამა შედგენილია და ავთო აბესლამიძე არ არის და არც ყოფილა მასში წარმოდგენილი. 31 დეკემბრის გალაკონცერტზე შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.

მომღერალმა ავტო აბესლამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პროტესტის ნიშნად ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს“,- დაწერა ავთო აბესლამიძემ.

Post navigation

Previous: მიშო ჯავახიშვილი: სიმღერით მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის, არასდროს დაყოფა და სიძულვილი, არასდროს უკან დახევა და შიში – ეს საქმე ეროვნულია, რაც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ამტკიცებს
Next: გურამ მაჭარაშვილი: უნდა გასამართლდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.