Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას

marshal press 25/12/2024
avtandil talakvadze

„ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია გადაეცათ 50 000 ლარის ოდენობით; იმ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ან სტიქიის მომენტისთვის ჰქონდათ რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გადაეცათ კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით,“- აღნიშნა მერმა.

ოზურგეთის მერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაზარალებულ ოჯახებზე გაცემული კომპენსაცია არ გახდება სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საფუძველი.

„ ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 455-მა ოჯახმა (დაზარალებულთა ოდენობის 97%) უკვე შეძლო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც განაცხადთან ერთად გადაიგზავნა და მათმა დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო შესაბამისი კომპენსაცია,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.

Continue Reading

Previous: ოზურგეთის მერი: ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება სასტარტო ბიუჯეტის 19% რაც 8 178 000 ლარს შეადგენს
Next: ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 21% – 9,425 მილიონი ლარი განათლების სფეროზე დაიხარჯება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025