Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთის მერი: ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება სასტარტო ბიუჯეტის 19% რაც 8 178 000 ლარს შეადგენს

marshal press 25/12/2024
avtandil talakvadze

„ ოზურგეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტების პარალელურად, ვიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას, რომლის ნაწილიც უკვე დაანონსებულია. ეს პროექტებია: ძიმითში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია; შემოქმედი (ფატარის უბნის) – ბოხვაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ჯუმათში (იანეთი) შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია; ნატანებში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩის მე-2 შესახვევში გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის მე-3 შესახვევში გზის რეაბილიტაცია; დაბა ურეკში წერეთლის, გოგუაძის, მაგნეტიტის და ზემოურეკის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია; ნაგომარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, თავართქილაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზეც „სტრიტ არტი ოზურგეთისთვის“ ისაუბრა, რომელიც ქალაქის იერსახის განახლების მიზნით მერიამ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, არაერთ ლოკაციაზე შესრულდა გრაფიკული ნახატები, რასაც საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

Continue Reading

Previous: ავთანდილ თალაკვაძე: მუნიციპალური ბიუჯეტის 18% დაიხარჯება სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საჭიროებებზე
Next: „ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025