Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება

marshal press 25/12/2024
kakha kaladze

გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მომტანი, – ამ საახალწლო მილოცვით დაასრულა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე საუბარი.

კახა კალაძემ ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს და მათ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება უსურვა.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს. გისურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლის განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა თბილისელებს, ჩვენს ქალაქს.

მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ გავაშუქოთ ის პროექტები, სიკეთეები, რაც ჩვენი ქალაქისთვის კეთდება, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება. ჩვენი ქვეყანა განვითარდება, წინ წავა, იქნება მშვიდობა, გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, ეს კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას
Next: ვადასტურებ, რომ დავტოვე ტელეკომპანია “მთავარი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.