Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას

marshal press 25/12/2024
levan machavariani

როგორც საქართველოს სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მეგობრული ურთიერთობა, არანაკლებ სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს საქართველოსთან მეგობრობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„შესაბამისად, იმ აქტორებსაც, რომლებიც ასე აქტიურად იყვნენ „ანტი-ოცნების“ კამპანიაში ჩართულები, ასევე უწევთ ნელ-ნელა ამ ყველაფრის აღიარება. ისინი უკვე მოიხსენიებენ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც არჩეულ ხელისუფლებას, ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ობიექტურობისთვის, და ამბობენ, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა. ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზი გაუსვეს, რომ „მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არჩეულ ხელისუფლებასთან“ და „ჩვენი სურვილია, მათთან ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რაც დავინახეთ“. მათ დაგვიდეს რეკომენდაციები და მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ეუთო/ოდირთან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ძალიან მალე იქნება ადგილობრივი არჩევნები და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოების უდიდეს ნაწილში პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ ეჩქარებათ
Next: კახა კალაძე: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.