Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე: STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია

marshal press 25/12/2024
mariam lashxi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს მარიამ ლაშხს ჰკითხოს თუ ვინ არის და რა გაუკეთებია.

ლაშხის განცხადებით, რაც დრო გადის უფრო კარგად გამოჩნდა, რომ დიხამინჯია კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, რომელიც ქვეყნის გარეთ ყოველი გასვლის შემდეგ დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.

„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო…

STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავისი სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.

როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, – წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: კახა კალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა
Next: ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა საჭიროებებზე და ოზურგეთის განვითარებაზეა ორიენტირებული, ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 43.4 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.6 მილიონი ლარით აღემატება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.