Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა

marshal press 25/12/2024
kaxa kaladze

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ილია მეორეს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.

„პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ, სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ „საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, რასაც პირნათლად ასრულებს.

დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მადლობას ვუხდი მას. ვუსურვებ მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 20-ზე მეტ სხვადასხვა სახის პროგრამას მოიცავს
Next: მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე: STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.