Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქს: თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო

marshal press 25/12/2024
meupe shio

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1977 წლის 25 დეკემბრიდან ქართული ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47-ე წლისთავს. მაქვს პატივი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი ათწლეულები გველოდა. ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

Post navigation

Previous: თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა
Next: ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 20-ზე მეტ სხვადასხვა სახის პროგრამას მოიცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.