Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა

marshal press 25/12/2024
kakha kaladze

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცენტრი უკვე მზადაა, დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში მოემსახუროს.

„როგორც იცით, აღნიშნული მიმართულება დედაქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ პრობლემის მოგვარება და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს თანამედროვედ, ცივილურად. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: 2025 იქნება ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდება
Next: მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქს: თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.