Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მაია სანდუ: მოლდოვას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ამ გამოწვევას გადავლახავთ

marshal press 24/12/2024
maia sindu

ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა ამ გამოწვევას გადალახავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მოლდოვა პოტენციური ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე.

„მკაცრი ზამთარი საიდუმლო არ არის. მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ“, – განაცხადა მაია სანდუმ.

„გაზით გვაშანტაჟებდნენ და ახლა სიბნელით – ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგრამ სინათლე გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დასძინა მან.

19 დეკემბერს, სანდუმ განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის მთავრობას მიაჩნია, რომ ახალი წლიდან რუსული გაზის მიწოდება დიდი ალბათობით შეწყდება.

16 დეკემბრიდან მოლდოვაში ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა რუსული გაზის მიწოდების გაურკვევლობის ფონზე. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყდება.

Post navigation

Previous: „თბილსერვის ჯგუფი“: რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, „თელასმა“ რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და საახალწლო განათებები ჩართულია
Next: რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.