Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“: რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, „თელასმა“ რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და საახალწლო განათებები ჩართულია

marshal press 24/12/2024
tbilservis jgufi

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მცირე ხნით გამორთვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი ფურცელაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა.

Post navigation

Previous: თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
Next: მაია სანდუ: მოლდოვას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ამ გამოწვევას გადავლახავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.