Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ

marshal press 24/12/2024
nino pochxua

IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ. თუ გავიხსენებთ წარსულში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მათი პროგნოზები 10%-ით სცდებოდა არჩევნების შედეგებს. ფაქტობრივად მათი კვლევა უფრო იყო სურვილი სასურველი პარტიის სასარგებლოდ,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა ისეთი ორგანიზაციის დასკვნას, როგორიც არის ეუთო/ოდირი, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციაა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და სწორედ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს.

“IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ. თუ გავიხსენებთ წარსულში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მათი პროგნოზები 10%-ით სცდებოდა არჩევნების შედეგებს. ფაქტიურად მათი კვლევა უფრო იყო სურვილი სასურველი პარტიის სასარგებლოდ. ახლაც, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, იმდენად აცდენილია რეალობას მათი დასკვნა, რომ განხილვადაც არ ღირს. ჩვენი ხელისუფლება ეყრდნობა ისეთი ორგანიზაციის დასკვნას, როგორიც არის ეუთო/ოდირი, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციაა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და სწორედ ეს არის დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს. იმდენად ობიექტური იყო დასკვნა, რომ მიკერძოებულმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამაც ვერ აუარა გვერდი და ვერ შეცვალა. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არჩევნები შედგა და ვერავინ დააიგნორებს ეუთო/ოდირის დასკვნას, ყველა სხვა დასკვნა მიკერძოებული და არასერიოზულია,”-წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე „რეჟიმის ჩამოშლასთან“ დაკავშირებით: ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც
Next: საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025