Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე „რეჟიმის ჩამოშლასთან“ დაკავშირებით: ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც

marshal press 24/12/2024
mariam lashxi

ხელისუფლების ჩამოშლის ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო და იგივე ბედი ელის ამასაც, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან “ საუბრისას, „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ან დიალოგი და კონსულტაციები და ან რეჟიმის ჩამოშლით მისვლა არჩევნებამდე“.

მარიამ ლაშხის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის იყო ღია დიალოგისთვის და ეს მთავრობის მეთაურმა არაერთხელ განაცხადა. თუმცა რადიკალების მიზანი დიალოგი არ არის და მათ ხელისუფლების დამხობა სურთ.

„დიალოგი ჩვენი მხრიდან არასდროს მოხსნილა დღის წესრიგიდან. მთავრობას ჰყავს მეთაური და მთავრობის მეთაურისგან არაერთხელ გაჟღერდა დიალოგის მზაობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ყოველთვის მზად ვართ ამისთვის. თუმცა ამასთან ერთად გრძელდება სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა და ის დანაპირები, რაც არის, აღვასრულოთ, ხოლო ის მცდელობები არეულობის თუ სხვა დესტრუქციის, ამასთან დაკავშირებით რომელიმეს საფუძველი რომ ჰქონდეს, რეალური სურვილი და მზაობა რომ იყოს დიალოგის, ამ წინადადებას დათანხმდებოდა და რომელიმე გაბედავდა მთავრობის მეთაურთან დაჯდომას და საუბარს. თუმცა, რა თქმა უნდა არც საფუძველია, დაცლილია ეს ყველაფერი და ერთგვარი ხალხის აჟიოტაჟის და ჩუმი ხმაურის, ქარიშხლის მოხდენას ემსახურება ესეც“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

Continue Reading

Previous: მარიამ ლაშხი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტად დარჩენაზე, მიუხედავად იმისა სად იქნება, მიუთითებს მხოლოდ დესტრუქციაზე
Next: ნინო ფოჩხუა: IRI-ის საქართველოში რეპუტაცია დიდი ხანია შელახული აქვს. მათ ქართველი ხალხის ნდობა აღარ აქვთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025