Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე-ვერაფერს უხერხებენ “ეუთოს” დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ

marshal press 24/12/2024
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გასაბათილებლად გამოაქვეყნეს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამით ვერც “ეუთოს” მისიას ჩაანაცვლებენ და ვერც რეალობას შეცვლიან.
“ვერაფერს უხერხებენ “ეუთოს” დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ.

რესპუბლიკური ინსტიტუტის, ყველა ბოლო კვლევა, რომ 10%-იანი ცდომილებით ხასიათდებოდა და სოციოლოგიის მაგიერ, აზრის ფორმირებას ემსახურებოდა, ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ?!

26 ოქტომბრის არჩევნების მაღალი აქტივობა და სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, მიუხედავად სამი ვადისა, სწორედ ორმაგმა სტანდარტებმა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უბრალოდ, უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა.
აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამიტომაც გამოაგორეს ახლა, რომ რამენაირად “ეუთოს” დასკვნა გააბათილონ.

რეალობა ერთია – მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ კონკრეტულად, მკაფიოდ დადო დასკვნა, რომ არჩევნები შედგა.

ახლა, რამდენიც გინდათ იჟონგლიორეთ, ვერც “ეუთოს” მისიას ჩაანაცვლებთ და ვერც რეალობას შეცვლით. ხვალ “NDI” გამოვა და დაგვმოძღვრავს, ზეგ ალბათ, “ჰელსინკის კომისია” და ასე გააგრძელებენ ყეფას…არა და ქართული ქარავანი კარგა ხანია თავის გზას გაუყვა !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: მარგუს ცაჰკნას გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება ემსახურება კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას
Next: მარიამ ლაშხი: ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025