Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: მარგუს ცაჰკნას გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება ემსახურება კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას

marshal press 24/12/2024
levan nikoleishvili

თუ ვინმე ემტერება დღეს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსებია. ერთ-ერთი გამორჩეული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გახლავთ. ესტონეთისთვის, მისი საგარეო და ალბათ საშინაო პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, მარგუს ცაჰკნა თავდაყირა აყენებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ავტორიტეტია როგორც აშშ-თვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის, სამაგიეროდ კი წინ წევს, IRI-ს შეფასებას, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია საქართველოში ისე გაინადგურა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ ნულის ტოლია.

“თუ ვინმე ემტერება დღეს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსებია. ერთ-ერთი გამორჩეული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გახლავთ. ესტონეთისთვის, მისი საგარეო და ალბათ საშინაო პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა. მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია, რუსეთის მიმართ მუდმივი შიში გააჩნია, ოღონდ კი საფრთხე გაანეიტრალოს მათთან არც სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები არ შეუწყვეტიათ (ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე ევროკომისრის კაია კალასის მეუღლის შემთხვევა გავიხსენოთ), მიუხედავად ევროკავშირის ეგიდით სანქციების დაწესებისა. მარგუს ცაჰკნა არამარტო ღიად უჭერს მხარს რადიკალურ ძალებს საქართველოში, აკეთებს განცხადებებს, ჩამოდის და ანტისახელისუფლებო აქციებზე კეკლუცობს, ასევე მზად არის თავის დეზინფორმაციის გავრცელებით ხელი შეუწყოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უტოპიურ იდეას. ამ მიზნით ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მედროშე ესტონელი მინისტრი თავიდან ბოლომდე თავდაყირა აყენებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ავტორიტეტია როგორც აშშ-თვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის, სამაგიეროდ კი წინ წევს, IRI-ს შეფასებას, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია საქართველოში ისე გაინადგურა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ ნულის ტოლია. ავანტიურისტისა და საქართველოს მტრის მარგუს ცაჰკნა გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება, განსაკუთრებით ახალი არჩევნების ჩატარება და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ემსახურება საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას. საბედნიეროდ მარგუს ცაჰკანას ხელა ცალი ხელი რომ ჰქონდათ ისეთი მტრები მოგვინელებია, მასაც მარტივად მოვინელებთ, ერთი კია რაც უფრო მალე გვეტყვიან რომ ჩვენი მეგობრები არ არიან მით უფრო კარგია”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ვინ არის Washington Examiner-ში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის ავტორი- ირკვევა, რომ ტომ როგანის, როგორც ავტორის და სპიკერის მომსახურება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ყველასთვის ხელმისაწვდომია
Next: ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე-ვერაფერს უხერხებენ “ეუთოს” დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც “IRI”-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025