Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, IRI-ის სადამკვირვებლო ანგარიშები, ისევე როგორც კვლევები, აცდენილია რეალობას და ხალხის ნებას არ ასახავს!

marshal press 24/12/2024
daviy chixelidze

ბრიყვი უნდა იყო IRI-ის სადამკვირვებლო მისიას სერიოზულად რომ შეხედო, სამწუხაროდ IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი ერთზე იმეორებს ოპოზიციის მესიჯ ბოქსს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიშე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის, ისევე როგორც დემოკრატიული სამყაროსთვის, არჩევნებზე სასაუბრო ერთადერთი დოკუმენტი ეუთო/ოდირის დასკვნა უნდა იყოს და არა IRI-ის მსგავსი საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაციების დასკვნა.

“ბრიყვი უნდა იყო IRI-ის სადამკვირვებლო მისიას სერიოზულად რომ შეხედო, სამწუხაროდ IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთი ერთში იმეორებს ოპოზიციის მესიჯ ბოქსს. რაც შეეხება ზოგადად ორგანიზაციას სანდოობას და კომპეტენციას, ჩვენ წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ, IRI-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს და ეგზიტპოლებს, რომელთა ცდომილება სტანდარტული 2/3%ის ნაცვლად 15-20%-ს შეადგენს, აღნიშნული ფაქტი IRI-ის „პროფესიონალიზმის“ და „ობიექტურობის“ ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ, IRI-მ ერთხელაც ვერ მოახერხა ხალხის განწყობების, საკუთარ ანგარიშებში თუ კვლევებში ასახვა. ისევე, როგორც IRI-ის კვლევები, სადამკვირვებლო ანგარიშები აცდენილია რეალობას და ხალხის გამოხატულ ნებას არ ასახავს! რადგან IRI არის მხარე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშს აქვეყნებს!

საქართველოსთვის, ისევე როგორც დემოკრატიული სამყაროსთვის არჩევნებზე სასაუბრო ერთადერთი დოკუმენტი ეუთო/ოდირის დასკვნა უნდა იყოს და არა საეჭვო რეპუტაციის ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც ძირითად შემთხვევებში საქართველოში არსებული პრო ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობა! ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას აქვს მაღალი რეპუტაცია და კომპეტენცია, ის დაცლილია პოლიტიკური სიმპათიებისგან და საკუთარ ანგარიშში პირუთვნელ სიმართლეს ასახავს! განსხვავებით IRI-გან.

ეუთო/ოდირის დასკვნა მკაფიოდ ამბობს, საქართველოში არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაცია ეჭვს არ იწვევს, რა თქმა უნდა იყო მცირე ხარვეზები, რაც არჩევნების თანმდევი ნაწილია.” – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: დავით ქართველიშვილი-არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა “არბიტრმა” დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა
Next: თამთა მეგრელიშვილი: IRI საქართველოში განულებული რეპუტაციით სარგებლობს, რაც მათმა რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილმა არაერთმა კვლევამ გამოიწვია. მათ მიერ დადებულ შედეგებს რთულია კვლევა უწოდო, რადგან ეს შედეგები მათი სურვილების დემონსტრირება უფრო იყო ვიდრე რეალობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025